ახალი ამბები
კასპის სოფლებში ევროპის საბჭოს პროექტის დეტალებს აცნობენ
კასპის მუნიციპალიტეტის 6
ადმინისტრაციულ თემში, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, ნდობით
აღჭურვილი პირების მოძებნა დაიწყო.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ კავთისხევიდან
აცნობეს.
ადმინისტრაციული თემის სპეციალისტის ცნობით, შეხვედრები მირიანსა და
ქვემო ხანდაკში უკვე ჩატარდა. უახლოეს დღეებში, დანარჩენ სოფლებსაც
მოივლიან.
საქმე იმაშია, რომ ევროპის საბჭოს გრანტის ფარგლებში, რომელიც კასპის
მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოიგო, რაიონის 6 თემში საინფორმაციო
საბჭოები უნდა დაკომპლექტდეს.
გამგეობამ ევროპის საბჭოსგან 18 ათასი ევროს ღირებულების გრანტი
მოიპოვა.
ეს ის თემებია, (სულ 6), სადაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე
დასახლებები შედის.
პროექტის სახელწოდებაა ,,ინფორმირებული მოქალაქე - ძლიერი
თვითმმართველობა“, რომლის მიზანია თვითმმართველობის განხორციელების
პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულობით და ჩართვის გზით,
მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა.
კავთისხევის ტერიტორიული თემის სპეციალისტის განცხადებით, მოსახლეობას
მიეწოდა აღნიშნული პროექტის შესახებ, ინფორმაცია.
,,შეხვედრებზე შევთავაზეთ, რომ წარმოადგინონ კანდიდატები, რომლებლიც
მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო საბჭოების დაკომპლექტების მიზნით
დაგეგმილ არჩევნები." - გვითხრა კავთისხევის თემის
წარმომადგენელმა.
,,პროექტის ფარგლებში ჩვენი მუნიციპალიტეტის 6 თემში გაიხსნება
საინფორმაციო საბჭოები, რომლის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას
ნებისმიერ საკითხზე," - გვითხრეს გამგეობაში.
ასეთი ცენტრები შემდეგ სოფლებში: ახალქალაქში, წინარეხში, ქვემო
ჭალაში, ოკამში, კოდისწყაროსა და კავთისხევში გაიხსნება.
თითოეულ ოფისში ადგილობრივ მოსახლეობას სამი ადამიანი მოემსახურება.
შეხვედრის ადგილები თანამედროვე ტექნიკური საშუალებით
აღიჭურვება.
სტატიის გამოყენების პირობები