ახალი ამბები
გორის გამგეობამ სოციალურად დაუცველი და აქტიური 40 ახალგაზრდა „ჯინო ფერედაისში“ დაასვენა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 40 - მდე ახალგაზრდა თბილისში სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ „ჯინო ფერედაისში“ გაემგზავრა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ შემუშავებული პროგრამის „ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

40-მდე ახალგაზრდა მთელი დღის განმავლობაში საშუალება ქონდათ დაესვენათ და გართობილიყვნენ თანატოლებთან ერთად.

„პროექტში ჩართულები არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტებში იღებენ მონაწილეობას. ბავშვებისთვის ეს პროექტი ძალიან მისაღები და სასურველი აღმოჩნდა, ჩვენ 100 - მდე ბავშვი გასულ წელსაც ჩამოვიყვანეთ „ჯინოში“. იმედი მაქვს, რომ წელსაც სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ ახალგაზრდებს ეს დღე“ - ახალგაზრდული განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ა(ა)იპ „ქალთა ერთობა მშვიდობისათვის“ ერთად ახორციელებს. პირველ ეტაპზე „ჯინო ფერედაისში“ 40 ბავშვი გაემგზავრა, მომავალ კვირას დაგეგმილია კიდევ 50 ახალგაზრდის გამგზავრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები