ახალი ამბები
ქემფერის ხიდის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ცოცხნარის
ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან ( ქემფერი, წაბლოვანა,ცედანი)
დამაკავშირებელი, საავტომობილო ხიდის მოწყობა 10 დღეა დაიწყო.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან
აცნობეს.
გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან 45 დღეში, ინდმეწარმე გივი მჭედლიძემ უნდა
დაასრულოს.
ე.წ. მილის ხიდი სოფელ ქემფერში 2017 წლის 6 მარტს დაინგრა.
გამგეობის ეკონომიკური სამსახურის დასკვნის მიხედვით, შემთხვევა
თოვლის მასიურმა დნობამ მდინარე ტილიანას კალაპოტში წყლის დონის
სტიქიური ზრდა გამოიწვია, რამაც სოფელთან დამაკავშირებელი მილხიდთან
წყლის დაგუბება გამოიწვია, შემდგომ მილხიდის ძირის გამორეცხვა და
ხიდის კონსტრუქციული ნაწილის ჩაშლა-რღვევა.
6 მარტსვე, მანქანა მექანიზმების საშუალებით მდინარის კალაპოტი
განთავისუფლდა ჩახერგილი მილხიდის კონსტრუქციებისაგან, მოეწყო
დროებითი საფეხმავლო ხიდი.
ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განისაზღვრა უსაფრთხოების ზონა
გამაფრთხილებელი ლენტის საშუალებით. წარმოქმნილი სიტუაციის შესახებ
ეცნობათ სასწრაფო და სამაშველო სამსახურებს.
ახალი ხიდის მშენებლობა 35 ათასი ლარი ჯდება. ამჟამად, სამი სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით,
ნასოფლარ ლუბრუმას გავლით არსებულ გზით სარგებლობს.
ფოტო 1. ქემფერის მილხიდი - 2017 წლის 6
მარტი
ფოტო 2: ქემფერის ხიდი - 2017 წლის
28 მარტი
სტატიის გამოყენების პირობები