ახალი ამბები
რუსეთის არმიაში ცხინვალიდან 150 მოსამსახურეს კონტრაქტით მოამზადებენ
შეთანხმებას, რუსეთის შეიარაღებულ
ძალებისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო დანაყოფების
გაერთიანების შესახებ, ხელი ამ კვირაში მოეწერება.
ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ადგილობრივ
ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
სააგენტო ,,ოსეთია
ნიუსის" ცნობით, ხელშეკრულების პუნქტები ორივე
მხარესთან უკვე შეთანხმებულია. კერძოდ, ამ დეტალებს თავდაცვის
სამინისტროების წარმომადგენლები ამოწმებენ.
რუსეთის არმიაში ცხინვალის სამხედრო ძალების შერწყმის პროცესის
ინიციატორი რუსეთის ხელისუფლებაა.
,,დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთსა და
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც
სამხრეთ ოსეთის ცალკეული შეიარაღებული ქვედანაყოფების რუსეთის
შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაწევრიანებას გულისხმობს”, –
ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.
რუსეთის არმიაში კონტრაქტით, ცხინვალის მთავრობა 150 მოსამსახურეს
გაგზავნის, რომლებსაც, სწავლების შემდეგ, სამხედრო ბაზებზე
დააბრუნებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის
ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის არმიაში ე.წ.
სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი საჯარისო ფორმირების გაწევრიანება დაგმო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება
საქართველოს სახელმწიფოსთვის მიუღებელია.
"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების
ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ჩვენთბვის
მიუღებელია და ვგმობთ მსგავს საქციელს", - განაცხადა
კობახიძემ.
სტატიის გამოყენების პირობები