ახალი ამბები
კასპში მშენებარე სპორტულ კომპლექსში კალათბურთის დარბაზი გაიხსნა
კალათბურთის დარბაზი, სოფელ ახალქალაქისა და კასპის
გუნდებს შორის, გამართული შეჯიბრით გაიხსნა.
ეს რიგით მეორე განყოფილებაა, რომელიც მშენებარე სპორტულ კომპლექსის
ნაწილი იქნება.
რიგში მრგვალი, საჭიდაო დარბაზი დგას, რომლის გახსნას 650
აღსაზრდელიდან უმრავლესობა ელოდება.
სპორტული კომპლექსის მასშტაბური სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყო და
თითქმის დასასრულს უახლოვდება.
პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკისა და კასპის მუნიციპალიტეტის
გამგეობის თანადაფინანსებით და ითვალისწინებს სპორტული კომპლექსის
სრულ აღდგენას (ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო, მრგვალი დარბაზი
(საჭიდაო) კალათბურთის დარბაზი.
სპორტ კომპლექსის
შენობა გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და მას არ ჩატარებია
მიმდინარე ან კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. კომპლექსის შენობაში
განთავსებული იყო საჭიდაო, კალათბურთის და ათლეტიზმის სავარჯიშო
დარბაზები, ასევე, სასტუმრო.
ამიტომ, 2002 წლიდან სპორტული ჯგუფები (29 ჯგუფი) დროებით სხვადასხვა
შენობებში (ძირითადად საჯარო სკოლების შენობებში) გადაანაწილეს.
სპორტულ ჯგუფებში 625 აღსაზრდელი სპორტის სხვადასხვა სახეობებში
ვარჯიშობს, მათ შორის კალათბურთში, ჭიდაობაში, მძლეოსნობაში,
ფეხბურთში, ჭადრაკში.
2013 წლიდან აღსაზრდელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა. სპორტული
ჯგუფების მომსახურე პერსონალი შეადგენს 74 ადამიანს, მათ შორის 40
მწვრთნელი, 4 მეთოდისტი, 3 ექთანი, 3 ფსიქოლოგი, 18 - ტექნიკური
პერსონალი.

პროექტი მოიცავს შემდეგ
სამუშაოებს:
კალათბურთის
დარბაზი: ძველი შენობა (460 მ 2) დაანგრიეს და ახალი
ააშენეს საერთო ფართობით 1143 მ. ახალი დარბაზი გათვალისწინებულია 742
მაყურებელზე. შენობაში ასევე მოეწყა სამუშაო ოთახები
ადმინისტრაციისათვის, სათავსოები ინვენტარით, სანიტარული კვანძები
მაყურებელთათვის და სპორტსმენებისათვის, საშხაპეები. მომავალში
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ნაწილის და სპორტსმენების
გასახდელის გათბობა-კონდიცირება.
თუმცა, ეს პროექტი არ მოიცავდა კალათბურთის დარბაზის
გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის დამონტაჟებას. ახალი შენობა
გადაიხურა სენდვიჩ-პანელით.
საჭიდაო
დარბაზი: არის ერთსართულიანი 451 მ2 ფართის შენობა,
პროექტის ითვალისწინებს ფანჯრის ღიობების გადიდებას,
მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობას. ექსტერიერისა და ინტერიერის
სამღებრო სამუშაოებს, იატაკების მსუბუქ შეკეთებას.
ფიტნესის
ოთახი, საშხაპე და საქვაბე:
წრიული
დარბაზი: ერთსართულიანი 483 მ2 ფართის შენობა,
ინტერიერის რეაბილიტაცია (პროექტი არ მოიცავს პერიმეტრის კედლის და
გადახურვის რეაბილიტაციას), ინტერიერში ხდება სცენის და მასზე
არსებული ოვალური კედლის, ასევე ტრიბუნის ორი შიდა წრიული რიგის
დემონტაჟი, განახლდება მაყურებელთა რიგები, დარბაზის იატაკი.
პროექტით არ არის გათვალისწინებული დარბაზის გათბობა, კონდიცირება,
ვენტილაცია; დარბაზის ინტერიერ-ექსტერიერი შეიღებება და
შეილესება.
სასტუმროს შენობა:
სასტუმროს შენობა არის ცალკე მდგომი სამსართულიანი 790 მ2 ფართის
ფლიგელი (სიმაღლე 12 მ), რომლის პირველ სართულზე განთავსებულია წრიული
საჭიდაო დარბაზის გასახდელები, საშხაპე, ასევე განთავსდება სასადილო
და
სამზარეულო. მეორე და მესამე სართულზე მოხდება ტიხრების დემონტაჟი და
სასტუმროს ნომრების რაოდენობის გაზრდა. ორ ნომერში იქნება სან.
კვანძები, დანარჩენს ექნება საერთო სან.კვანძი და საშხაპე. პროექტი
ითვალისწინებს არსებული იატაკის
შეცვლას ლამინირებული იატაკით, კერამოგრანიტით და მეტლახით,
ინტერიერის სამღებრო სამუშაოებს, ელექტროგაყვანილობის განახლებას,
გათბობის სისტემის მოწყობას, წყალ-მომარაგება-კანალიზაციის სისტემის
მოწყობას, მდფ-ის კარებისა და
მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობას.
ეზოს მოწყობა: პროექტით
გათვალისწინებულია ახალი ბილიკების დამატება და ბორდიურების
განახლება, ძველი ბილიკების რეაბილიტაცია, გამწვანების ზოლების
დამატება-განახლება, არსებული ღობის შეკეთება. არსებული შენობები
მიერთებულია ცენტრალურ ელექტრომომრაგებასთან. წყლის მიწოდება ხდება
მუნიციპალური წყალმომარაგების სისტემიდან. შენობები შეერთებულია
მუნიციპალურ საკანალიზაციო კოლექტორთან. შენობები მიეთებულია
ცენტრალურ გაზსადენთან.
სტატიის გამოყენების პირობები