ახალი ამბები
მანქანას, რომელიც წუხელ გორში მოქალაქეს დაეჯახა, კვლავ ეძებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, გორში, წუხელ მომხდარი ფაქტის გამოძიებას, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აწარმოებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჩვენს კითხვაზე, დადგინდა თუ არა ავტომანქანის მფლობელის ვინაობა, პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამის თაობაზე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, წუხელ, 23 საათზე, ფეხით მოსიარულეს, გზის სავალ ნაწილზე მანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მოტეხილობები ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა.


ავტომანქანა არ გაჩერდა, მძღოლი მიიმალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები