ახალი ამბები
6 თვით დახარჯული 46 ათასი ლარი და გამკაცრებული მოძრაობა

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,ჰორიზონტი" ასრულებს, რომელიც გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, #5-შია რეგისტრირებული. დირექტორი ელგუჯა მუჭაური. მასთან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება 2014 წლის 26 ივნისს გააფორმა და მას 30 აგვისტომდე აქვს ვადა. ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ სტალინის, ჭავჭავაძის, ფარნავაზ-თბილისის, ცხინვალის გზატკეცილის, აღმაშენებლის, (დანარჩენი ორი უცნობია) ქუჩების ასფალტის საფარი დაიხაზება. 

 

მაგალითად, სტალინის გამზირზე, სულ 5 300-მეტრამდე სიგრძის ხაზები გაკეთდა. თითო მეტრზე ხელფასი 0,20 თეთრია გათვალისწინებული. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებს 6 თვიანი გარანტია აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნახაზები სავარაუდოდ ამ დრომდე გასტანს და მუნიციპალიტეტს 6 თვის მერეც მოუწევს ახალი თანხის გამოყოფა ხელახალი დახაზვისთვის.

 

კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით შეასრულეს.  რამდენიმე ადგილას მოძრაობის ახალი რეგულაციები დადგინა, განსაკუთრებით, იმ ადგილებზე, სადაც საავარიო სიტუაციები ხშირი იყო (მაგალითად, სტალინისა და ამილახვრის ქუჩების გადაკვეთაზე, სტალინის მოედანთან). მძღოლები, რომლებიც ძველ წესებს იყვნენ მიჩვეულები, ხშირ შემთხვევაში ახალი წესების დარღვევის გამო პატრულის ეკიპაჟების მახეში გაებნენ.  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, ჯარიმდებიან თუ არა ასეთი მძღოლები.

 

ფაქტს გორის დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გორის მერის ყოფილი კანდიდატი თამაზ მაყაშვილიც ეხმაურება: ,ორის მუნიციპალიტეტის მიერ ახლად დაიხაზა ქუჩები და მოედნები. ბევრგან შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, რასაც ჯერ ვერ აცნობიერებს გორელი მძღოლების უმრავლესობა. გუშინ საღამოს, ფეხბურთის დაწყებამდე, დაახლოებით ნახევარი საათი დავყავი ამილახვრის ქუჩაზე, მესამე სკოლის გვერდით სკვერში.ამ დროში დაახლოებით 15 მძღოლი იქნა დაჯარიმებული იმის გამო, რომ სტალინის ქუჩიდან მარცხნივ შემოუხვია ამილახვრის ქუჩაზე, რაც ადრე არ იყო აკრძალული. მესმის რომ მძღოლმა ყურადღება უნდა მოაქციოს საგზაო ნიშნებს, მაგრამ მაინც ვთხოვთ, გორის საპატრულო პოლიციას, ჯარიმის ნაცვლად დროებით გამოიყენოს გაფრთხილება. საზოგადოებას ვთხოვ შემოუერთდეს ჩემს თხოვნას.” – აცხადებს თამაზ მაყაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები