ახალი ამბები
კნოლევის ჭაბურღილიდან მღვრიე წყალი მოდის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევის ჭაბურღილიდან მღვრიე წყალი მოდის.

ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა სასმელად არ იყენებს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალი ჭაბურღილის წყალი სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებს. 

კნოლეველები კი, კვლავ ჭის წყლით სარგებლობენ.

ჭაბურღილი  მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოეწყო.

სოფელში მილები გაიყვანეს და უბნები დაიქსელა.

შიდა ქართლის გუბერნატორის კახა სამხარაძეს ერთი კვირის წინ უთხრეს, რომ მღვრიე წყალის წარმოშობის მიზეზი გასარკვევია.

ქარელის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა კნოლეველებს გუბერნატორისთვის არ უთქვამთ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისას წარდგენილ ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე მსჯელობენ.

გარდა ამისა, სოფელი კნოლევის მოსახლეობა მთის დასახლების სტატუსის მინიჭებას ელოდება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები