ახალი ამბები
სოფელ ხელთუბანში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მცხოვრებლებმა აცნობეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შალვა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, რომ  შემთხვევა ბერბუკის მხრიდან სოფლის შესასვლელში გუშინ მოხდა.

,,დეტალები არ ვიცი, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდათ შემოსაზღვრული. მეც მითხრეს, რომ ტაქსი დაჯახებია" - ამბობს გამგებლის წარმომადგენელი ბერბუკის ადმინისტრაციულ თემში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები