ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფელ ბერშუეთის სალოცავთან სამებობა აღნიშნეს (PHOTO/VIDEO)
დღეს, სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლებმა, სამების ეკლესიასთან, დღეობა აღნიშნეს. 

გამყოფ ხაზთან მდებარე სალოცავი მისასვლელად სახიფათოა.

პერიმეტრს, ჩვეულებრივ დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მომლოცველებისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო.

ეს იმიტომ, რომ გასულ წელს, რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა, ეკლესიაში სალოცავად მისული ერთ-ერთი ოჯახის წევრების დაკავება სცადეს.

ადგილობრივებმა, მათ შორის, ბავშვებმა თავს გაქცევით უშველეს  და დაკავებას გადარჩნენ.




სოფელი ბერშუეთი ბოლო სოფელია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.

მისი მიმდებარე ტერიტორიიდან, საქონლის საძოვრად გასული ადგილობრივები არაერთხელ დაუკავებიათ.

ზურაბ ზაუტაშვილი ამბობს, რომ სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეები თავისუფლად მოძრაობენ.

,,აქ თუ ერთი-ორი კაცი ამოვიდა, ჩასაფრებულები არიან ხოლმე და მაშინვე აკავებენ. " - ამბობს იგი.

76-წლის ვალიკო გინტური დღეს სამების სალოცავში თავისუფლად ამოვიდა.

იხსენებს, რომ აღდგომიდან ამაღლებამდე მომლოცველები ყოველ სამშაბათს ამოდიოდნენ და ღამეებს ათენებდნენ.

,,დღეს რომ ცოტა ხალხს ხედავთ, ადრე ასე კი არ იყო. საიდან აღარ მოდიოდნენ. მოჰქონდათ საკლავი, ქათამი ან ცხვარი. ღამეებსაც კი ათევდნენ" - ამბობს ვალიკო გინტური.









Print

სტატიის გამოყენების პირობები