ახალი ამბები
ინტერნეტ გამოცემა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" (Qartli.ge) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.
ინტერნეტ გამოცემა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" (Qartli.ge) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ქალაქი გორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

სარეკლამო აგენტის ფუნქცია/მოვალეობები: ადგილობრივ ბიზნეს წარმომადგენლებთან დაკავშირება და qartli.ge-ს სარეკლამო/სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (იხილეთ სამუშაოს დეტალური აღწერა)

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
** საშუალო განათლება (აუცილებელი), უმაღლესი განათლება (სასურველი)
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი).

აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი: 21/04/2017
დასრულების თარიღი: 05/05/2017

აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური: სარეკლამო აგენტის ვაკანსია - შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი)

აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

I ეტაპი: 8 მაისს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა);
II ეტაპი: 9-10 მაისს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი გაყიდვის პროცესის ყოველდღიურ წარმართვაში.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 9 მაისისა (09/05/2017).

სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:

** სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
** მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
** წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად უკავშირდება პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
** ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
** წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.
** სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
** უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
** იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
** აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები