ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ძროხების გამოჩენას სოციალურ
ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ფოტოს ავტორის თქმით, ფაქტი 26 აპრილსაა დაფიქსირებული.
10-მდე ძროხა მთავარ გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ხუმრობდნენ, რომ ძროხები
საავადმყოფოში კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ.
აღნიშნულ ქუჩაზე ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო მდებარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები