ახალი ამბები
მეტეხი-კასპის მონაკვეთზე ხიდს არემონტებენ
მეტეხი - კასპის მონაკვეთზე სამანქანო ხიდს არემონტებენ.

ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.

დაზიანებული ასფალტის გამოცვლასა და რკინის კონსტრუქციების გამაგრებას, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მორჩებიან.

ერთი დღით სამუშაოები შეჩერებული იყო. ობიექტის დარაჯმა თქვა, რომ ბეტონი არ მიიტანეს.

ხევზე გადასასვლელ ხიდამდე, ორივე მხრიდან, სახიფათო მოსახვევებია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები