ახალი ამბები
კარიერის დასახლებაში ახალი ჭაბურღილიდან გოგირდიანი წყალი წამოვიდა
კარიერის დასახლებაში ახალი ჭაბურღილი დალუქეს.

ამის მიზეზი მიწის წიაღიდან მინერალებით გაჯერებული წყლის დინება გახდა.

ადგილობრივების განცხადებით, ჭაბურღილიდან ამოსული წყალი, გარშემო მცენარეულს ანადგურებდა.

ამჟამად, დასახლება, სადაც, 15 კომლი ცხოვრობს, სასმელი წყლის გარეშეა.

მოსახლეობა, მანქანებით, მეზობელი დასახლებებიდან ეზიდება.

დასახლება, ამჟამად, კირქვის საბადოებს შორის მდებარეობს. აქ მიწის ნაკვეთები და სახლები ,,კასპიცემენტის" თანამშრომლებს 20-30 წლის წინ მისცეს.

წარმოების გაზრდის პარალელურად, საბადოები ამ დასახლებას მიუახლოვდა. მოსახლეობას ცემენტის მანქანების მოძრაობით გამოწვეული მტვერიც აწუხებს.

ინფრასტრუქტურის ,,განვითარება" თავის თავზე, ცემენტის ქარხნის ხელმძღვანელობას აქვს აღებული. ჭაბურღილიც მათ გააკეთეს.

რუსუდან ზაქარაშვილი ითხოვს, რომ ახალი ჭაბუღილის გაკეთებაა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, შემკრები ავზი დამონტაჟებულია. მილები გაყვანილია.





Print

სტატიის გამოყენების პირობები