ახალი ამბები
მაისიდან სექტემბრამდე უკანონო თევზჭერაზე სისხლის სამათლებრივი სანქციებია
1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გამკაცრებული სანქციები ქვირითობის პერიოდს ემთხვევა.

,,ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს." - აცხადებს პრეს-სამსახური.

მისი თქმით, სამოყვარულო (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, კალმახის გარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები