ახალი ამბები
ქალაქ გორის ქუჩებს კომპანია ,,ჯარიმის სახით" ხაზავს
ქალაქ გორის ქუჩებს კომპანია ,,ჰორიზონტის" თანამშრომლები ,,ხარვეზების აღმოფხვრის" მიზნით ხელახლა ხაზავენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის შესყიდვების სამსახურიდან აცნობეს.

სამსახურის წარმომადგენლის, მურაზ შიოშვილის თქმით, კომპანიის მიერ შესრულებულმა სამუშაომ 6 თვე ვერ გაძლო, დეფექტური აქტების საფუძველზე კი, გზებს ხელახლა ნიშნავს.

კომპანია ,,ჰორიზონტმა" სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში შეასრულა. საგარანტიო ვადა 6 თვე ჰქონდა. ამ 6 თვეში მონიშვნის ხაზები წაიშალა.

ხელახალი სამუშაოები დღეს დაიწყო.

ხელშეკრულების მიხედვით, მოხაზვას ექვემდებარება:

26 მაისის სანაპირო; პუშიკინის, აღმაშენებლის, ჭონქაძის, ამილახვრის (მერიის მხარეს), თბილისის, ჭავჭავაძის; სუხიშვილის, სტალინის, ტყვიავის, ფარნავაზის, შინდისის, ცხინვალის გზატკეცილები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები