ახალი ამბები
ახალქალაქი-ჩოჩეთის ცენტრალურ მაგისტრალზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალქალასა და ჩოჩეთში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის გამო, სარაიონოთაშორისო მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, კონსტანტინე წერეთელის თქმით, ორ სოფელში შიდა საუბნო ქსელი გაჰყავთ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ კასპის რაიონში მდებარე 18 სოფლის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოები 2016 წელს დასრულდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები