ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი თორტიზაში ყინვისგან დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს გორის რაიონის სოფელ თორტიზაში ყინვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის პარტიის წარმომადგენლებმა აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილობრივ ფერმერებს დახმარება სასწრაფოდ სჭირდება.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მთელ საქართველოში სხვადასხვა მიზეზით გაფუჭდა მოსავალი და ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„ხელისუფლებიდან არანაირი დახმარების ნიშანწყალი არ ისმის და არ იგრძნობა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, მოიკლოს ფუფუნება და გადმოისროლოს მთელი რეზერვები ამ დაზარალებულ გლეხებთან და ფერმერებთან,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

თორტიზაში კი ყვებიან, რომ აპრილის ცივმა ამინდებმა კურკოვანი კულტურა მთლიანად გაანადგურა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები