ახალი ამბები
კასპში ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი’’ გაიხსნა
დღეს კასპში, ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი’’ გაიხსნა.

ის საქართველოს პარლამენტში კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ტექნოპარკი საქართველოს მხარდაჭერით და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, დაარსდა.

ცენტრის მიზანია რეგიონში თანამედროვე განათლების ტენდენციების და ინოვაციების დამკვიდრება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მედია მარკეტინგის სწავლების 3 თვიანი პროგრამის შემდეგ, ისინი აღნიშნულ ცენტრში შეძლებენ მუშაობას, შექმნილი ვიდეო რგოლების და ა.შ. მომხმარებლისათვის შეთავაზებას.

„სოფთლაინ საქართველოს“ საქართველოს“ დირექტორმა რევაზ ურუშაძემ ცენტრს საჩუქრად 5 კომპიუტერი გადასცა.

,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი’’ პრეცენდენტია შიდა ქართლში, რომელიც მომავალში ტექნოპარკის გახსნის წინაპირობაა" - განაცხადა ცენტრის მენეჯერმა ხატია ბაინდურაშვილმა.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრის" გახსნას ესწრებოდნენ: კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ოქრომელიძე, კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, გადამზადების ცენტრის კურსის მსმენელები და დაინტერესებული პირები.





Print

სტატიის გამოყენების პირობები