ახალი ამბები
აეროპორტიდან ხაშურის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე უკან მიაბრუნეს
ცნობილი მოჭიდავე, ხაშურის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ ნოზაძე აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს.

ამის მიზეზი ძველი (ე.წ. ბორჯღალოანი) პასპორტი გახდა. მას ბიომეტრიული პასპორტი არ ჰქონდა.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლონეთში, ქალაქ ტარნოვში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდა.

ის არის 2004 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, ასევე 2006 წლის ევროპის პრიზიორი და 2007-2010 წლებში საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.

საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თემურ ლომუაშვილმა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მთვარისა ძინძიბაძემ. 

ზურაბ ნოზაძის სახელზე ბილეთი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ლარი გადაიხადეს. დანარჩენ ხარჯებს მასპინძელი მხარე ფარავს.

ქალაქი ტარნოვი ხაშურთან დამეგობრებული ქალაქია. ვიზიტი სულ სამი დღე გასტანს.

ფოტოზე: გამგებელი გიორგი გურასპაშვილი და საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ ნოზაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები