ახალი ამბები
მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან დაფიქსირდა
4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხიდან ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ.-ში, სოფელი ზემო ხეჩილიდან 8 კმ-ში, 10 კმ-ის სიღრმეში იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა 12:53 წუთზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, საქართველოში მომხდარ მიწისძვრამდე რამდენიმე წამით ადრე, 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს ადგილი დაღესტანშიც ჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები