ახალი ამბები
ურბნისთან ბრაკონიერები გარემოს დაცვის ინსპექტორებს გაექცნენ
გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბრაკონიერები შემთხვევის ადგილიდან გაექცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახური ადასტურებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ორი პიროვნება ქარელის რაიონის სოფელ ურბნისთან ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა.

,,სამართალდამრღვევები მიიმალნენ, მათ ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. ამოღებულია სამართალდარღვევის იარაღები." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები იყვნენ გასულები.

1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს.

გამკაცრებული სანქციები ქვირითობის პერიოდს ემთხვევა.

მისი თქმით, სამოყვარულო (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, კალმახის გარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები