ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს სოჭში შეხვდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 3 მაისს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მთავრობის პრესა ავრცელებს.

ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, შეხვედრა სოჭში გაიმართა.

ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყის ურთიერთობებში პიროვნებებს მნიშვნელობა არა აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები