ახალი ამბები
ძაღლების ღია სამარხები კვერნაკზე - ეპიდემიის წყარო
კვერნაკის სასაფლაოზე ძაღლების სამარხებია.

ამის ამსახველი კადრები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

ერთი კვირის წინ, მობილური ტელეფონით ცხოველთა დამცველებმა მიწის ზევით მკვდარი ძაღლებიც დააფიქსირეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მიწა წააყარეს, ადგილზე მაინც თავღია ორმოები დარჩა.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ასეთი ღია სამარხები ინფექციის წყაროა, რადგან ის შინაური ცხოველისთვის (ძროხები) და, რა თქმა უნდა, ფრინველისთვის ადვილად მისაწვდომია.

გორის თავშესაფრის ცნობით, 2016 წელს, დაღუპულია 195 ძაღლი და საკუთარი სამარხი აქვს. რაც შეეხება ამ სამარხებს, მის წარმოშობას გორის მერია გაარკვევს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები