8 მაისს, ქალაქ გორში, მერიასთან, ,,მაკულიტერატურის” აქცია 11:00-დან
17:00-მდე გაიმართება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აქციის
ორგანიზატორებმა აცნობეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, სოფო ბუაძის განცხადებით, მოსახლეობას
ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები,
რვეულები, რის სანაცვლოდ "პალიტრა L" - ის ახალ წიგნებს მიიღებს.
ახალი წიგნის სახეობა დამოკიდებულია ჩაბარებული მასალის
რაოდენობაზე.
,,მაკულიტერატურა“ არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს
მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში.
პროექტის მიზანია შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი , ჟურნალი,
გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ
გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და
უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
მაკულიტერატურა აქციებს მართავს რეგიონებში მთელი საქართველოს
მასშტაბით.
1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიიღებს 1 ქულას ანუ ერთ
ვირტუალურ ”ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი
”ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4 ”ნერგიდან” - 100
”ნერგამდე”.
სტატიის გამოყენების პირობები