ახალი ამბები
კადრები გორელ მოსწავლეთა ოლიმპიადიდან
კომბინატის კულტურის სახლში ქალაქ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ოლიმპიადა ანშლაგით მიმდინარეობდა.

ჟიურის თავმჯდომარე, გორის თეატრის მსახიობი კახა ბერიძე სასწავლო დაწესებულებების მობილიზებით და მასიური მონაწილეობით აღფრთოვანებული დარჩა.

სასკოლო - თვიშემოქმედებითი ოლიმპიადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

მონაწილეობას იღებენ: მე- 2 სკოლა; მე-3 სკოლა; მე- 4 სკოლა; მე-6 სკოლა; მე-7 სკოლა; მე-8 სკოლა, მე-10 სკოლა; მე-12 სკოლა; ამერიკის სკოლა; ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზია; სკოლა ,,თამარიონი"

დღეს გამართულ კონცერტზე, გორის მეთორმეტე სკოლამ, ხალხური ცეკვების ნაწილში, პირველი ათქულიანი შეფასება კახა ბერიძესგან დაიმსახურა, რადგან ცეკვა თავისი მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

ოლიმპიადას ჟიური შემდეგი შემადგენლობით აფასებდა:

1. ქალაქ გორის მერიის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე კაკალაშვილი
2.გორის. გ ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი კახა ბერიძე
3.ქორეოგრაფი ზურაბ ბერიძე
4.ფოლკლორისტი ზურაბ წკრიალაშვილი

გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ პრიზები და შესაბამისი დიპლომები. ოლიმპიადის დასასრულს ჩატარდა გალა-კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ყველა სკოლის საუკეთესო ნომერი, გალა-კონცერტზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები