გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი დანიელ ლიგეტი, 125 კგ წონით
კატეგორიაში, პეტრიაშვილმა 4-2 დაამარცხა.
გორელი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი) 1994 წელს დაიბადა. წარმოშობით,
ამჟმად ოკუპირებულ, ფრონეს ხეობიდანაა.
ის 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს
პრიზიორია. ასევე, ევროპის ჩემპიონი (2016) და ბრინჯაოს პრიზიორი
(2013), მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2013,
2015).
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (120 კგ).
სტატიის გამოყენების პირობები