ახალი ამბები
გორში დღეს ახალი წიგნების სანაცვლოდ ძველი ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ჩააბარეს (VIDEO)
დღეს, ქალაქის მთავარ მოედანთან, მოქალაქეებმა და გამომცემლობა ,,პალიტრა ელ"-ის წარმომადგენლებმა ძველი და ახალი წიგნები გაცვალეს.

აქცია 11 საათზე დაიწყო და საღამოს 17 საათამდე გაგრძელდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, რუსუდან შუშაძის განცხადებით, მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და რვეულები ჩაებარებინა, რის სანაცვლოდაც ისინი "პალიტრა L" - ის ახალ წიგნებით დაასაჩუქრეს.

ახალი წიგნის სახეობა დამოკიდებული იყო ჩაბარებული ძველი წიგნების და ქაღალდების რაოდენობაზე.

,,მაკულიტერატურა“ არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში.

პროექტის მიზანია შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.

მაკულიტერატურა აქციებს მართავს რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიიღებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ ”ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ”ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4 ”ნერგიდან” - 100 ,,ნერგამდე" 


Print

სტატიის გამოყენების პირობები