ახალი ამბები
გორში სამამულო ომში მონაწილე 10 ვეტერანი ცხოვრობს
მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების რიცხვი ყოველწლიურად მცირდება.

ვეტერანთა სამსახურის ცნობით, ამჟამად, ამ სტატუსით, ქალაქ გორში რეგისტრირებული 10 ადამიანი ცხოვრობს.

მათ ხვალ საზეიმო შეხვედრას დიდების მუზეუმთან მოუწყობენ. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნება.

11:00 საათზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.

ვეტერანების პატივისაცემად მცირე ღონისძიება გაიმართება, რომელშიც გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები და ანსამბლი „გორი“ მიიღებს მონაწილეობას.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად 200 ლარიან, ხოლო აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით 150 ლარიან დახმარებას.

,,თითოეულ მათგანს გორის მერიისგან საჩუქრად 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტიც გადაეცემა“, - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ.

ფოტოზე: მეორე მსოფლიო ომის გმირის, ირაკლი ყანდარელის მედლები
Print

სტატიის გამოყენების პირობები