ახალი ამბები
გორში გურამიშვილის ქუჩაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა (VIDEO)
ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

თავდაპირველი ვერსიით, ხანძარი ძრავიდან გაჩნდა.

ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო.

შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ქონების გაუფრთხილეობით განადგურების მუხლით.

მძღოლი გორმედის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც ინტენსიური მოძრაობაა.

ფოტო: შმაგი ბერუაშვილი.

ვიდეო: კარინა ჯვალაგიანი 

Print

სტატიის გამოყენების პირობები