ახალი ამბები
კომუნისტური პარტიის აქცია ახალგაზრდების დაკვირვების ფონზე
დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ გორში აღნიშნა.

ავტომანქანების და მიკროავტობუსების კოლონა ქალაქში წმინდაწყლის დასახლებიდან შევიდა.

სიგნალებით და შეძახილებით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და, ბოლოს, საბჭოთა ბელადის, სტალინის სახლ-მუზეუმთან გაჩერდნენ.

ადგილზე ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ელოდებოდნენ.

გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე იმერეთიდან და კახეთიდან ჩასულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით დახვდა. 

კომუნისტური პარტიის აქციას აკვირდებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც პროცესს მობილური ტელეფონით იღებდნენ. 




Print

სტატიის გამოყენების პირობები