ახალი ამბები
ხურვალეთის გადასახვევთან საგზაო მიმანიშნებელ ტრაფარეტზე საპროტესტო წარწერები გააკრეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან "თავისუფალი ზონის" წევრი ონისე გერგედავა დააკავეს.

ის გზის მიმანიშნებელ ბილბორდზე აძვრა და ახალი წარწერა ,,ოკუპირებული შიდა ქართლი" და ,,რუსეთს რა?" გააკრა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ტრაფარეტიდან ჩამოსვლისას იგი დააკავეს.

თავისუფალი ზონის წევრები აცხადებენ, რომ მათთმა კოლეგამ ოკუპაციის ფაქტი გააპროტესტა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები