ახალი ამბები
კასპელ ვეტერანებს საჩუქრები გადასცეს (PHOTO)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს დღეს კასპში საჩუქრები და ფულადი პაკეტები გადასცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ომის ვეტერანებთან ერთად, ჯერ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც მემორიალი თაიგულით შეამკეს.

ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგრძელდა.

მუზეუმში სამამულო ომის ფრაგმენტები აჩვენეს და კონცერტი ჩაატარეს.

გამარჯვების დღე ვეტერანებს მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოჩა გოჩიტაშვილმა მიულოცა და პრემიერ - მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათები გადასცა.

ყველა ვეტერანმა საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ფულადი საჩუქარი მიიღო.

კასპელ ვეტერანებს 9 მაისი, „ჰაიდელბერგცემენტის“-ს კასპის ქარხანის ხელმძღვანელობამ სასაჩუქრე პაკეტით მიულოცა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები