ახალი ამბები
დიმიტრი ზადიშვილი - 102 წლის ვეტერანი ზადიანთკარიდან
1941 წლის 21 ივნისს კოლმეურნეობიდან კასპში გაგზავნეს.

საწყობის გამგედ მუშაობდა და სასწორები უნდა შეემოწმებინა.

რადიოში სტალინის გამოსვლა მოისმინა. საბჭოთა ბელადი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს მიმართავდა.

ფაშისტური გერმანია თავს დაგვესხვა და ყველანი ფრონტზეო.

დიმიტრი ზადიშვილს, კასპში, თან 14-წლის ასაკის ძმა ახლდა. ის სახლში ურმით გაუშვა და თვითონ კომისარიატისკენ გაეშურა.

სამხედრო კომისარიატის წევრებმა სახლში დედ-მამის ნახვის უფლება მისცეს. პატარა ძმამ კი, მანქანით მიმავალს, მხოლოდ, იგოეთთან მოკრა თვალი

,,მცირე მიწასთან" ბრძოლის დროს დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. როდესაც გამომჯობინდა, ტყვეობიდან თავი დააღწია.

ომის დამთავრების შემდეგ სოფელში დაბრუნებულს ძმამ უსაყვედურა - შუა გზაზე რად მიმატოვეო.



დიმიტრი ზადიაშვილი, მარცხნივ, დაიბადა 1915 წელს

Print

სტატიის გამოყენების პირობები