ახალი ამბები
გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს
გორში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მიმდინარეობს. დისკუსიაში ერთვება პრეზიდენტიც.

გორის თეატრის დარბაზში პარლამენტის წევრები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები იმყოფებიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყო და 15 მაისს თბილისში დასრულდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მიხედვით  პრეზიდენტის არჩევის წესი იცვლება.

კობახიძის გამოსვლის შემდეგ უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგირიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიკუთვნება, ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც. 

იხ. დეტალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები