კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის მიმდებარედ, მოქალაქემ ცხვრის
ნარჩენები ღიად დაყარა. ამის გამო, გარემოს დაცვის სამინისტროს
თანამშრომლებმა ის 150 ლარით დააჯარიმეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, შემთხვევა ავტომაგისრალთან ახლოს
დაფიქსირდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს სასამართლოზე განიხილავენ.
ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის
რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი
რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდარღვევათა ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის წესების
დარღვევის მიხედვით შეადგინეს.
სტატიის გამოყენების პირობები