ახალი ამბები
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ჭარბობენ
გორის თეატრის დარბაზში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქ გორის მერიისა და სახელმწიფო სუბსიდიაზე მყოფი ,,ააიპების" წარმომადგენლები ჭარბობენ.

შეხვედრას პარლამენტის წევრები, მაჟრიტარი დეპუტატებიც ესწრებიან.  

საჯარო მოხელეები და ,,ქართული ოცნების" აქტივისტები იმყოფებიან ხაშურის, ქარელისა და კასპის გამგეობიდანაც. 500-კაციან დარბაზში მცირე რაოდენობით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანოები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყო და 15 მაისს თბილისში დასრულდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესი იცვლება.

კობახიძის გამოსვლის შემდეგ უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგირიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიკუთვნება, ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც.

იხ. ფოტორეპორტაჟი
Print

სტატიის გამოყენების პირობები