ახალი ამბები
წინარეხში ბუნებრივი აირის ქსელი ჩართეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ბუნებრივი აირის ქსელი ჩართეს.

ამასთან დაკავშირებით სოფელში ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და ,,სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი აზერ მამედოვი ჩავიდდნენ.

მათ ახლად აშენებული გაზგამანიწელებლი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

სამუშოების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სოფლებში მცხოვრებ 852 ოჯახს აქვს.

სამუშაოები, საქართველოს მთავრობის დავალებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: იდლეთში, წინარეხში, ლავრისხევსა და გომიჯვარში განხორციელა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი შეხვდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები