ახალი ამბები
სოფელ ქვეშთან რუსმა მესაზღვრეებმა 47-წლის მამაკაცი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის მესაზღვრეებმა ერთი პირი წაიყვანეს.

შემთხვევა ორი დღის წინ, 9 იანვარს მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულს თან არანაირი დოკუმენტები ჰქონდა.

ადგილობრივ სასამართლო პროცესზე განხილვისას დაადგინეს, რომ მან გამყოფი ხაზი გადალახა და სოფელ ზემო არცევში გადავიდა.

ზემო არცევი ცხინვალის რაიონის დაქვემდებარებაშია და ის, უშუალოდ, სოფელ ქვეშს ემიჯნება.

დაკავებული კობა ხუბულაშვილი ცხინვალის მთავრობის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე გაასამართლეს, კერძოდ, საზღვრის გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები