ახალი ამბები
,,ომის დროს სად იყავით" - შეძახილები ნაციონალების მისამართით
კონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე დღეს ატეხილი ხმაურის კადრები.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დარბაზიდან ,,ქართული ოცნების" მომხრეები შეძახილებით ხვდებოდნენ.

სიტუაცია, განსაკუთრებით, სერგო რატიანის გამოსვლისას დაიძაბა.

გორის თეატრის დარბაზში პარლამენტის წევრები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები იმყოფებიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყო და 15 მაისს თბილისში დასრულდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესი იცვლება.

კობახიძის გამოსვლის შემდეგ უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგირიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიკუთვნება, ასევე, სადავო ცვლილებაა საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები