ახალი ამბები
მომღერალი გიორგი ნადიბაიძე გორში ,,ოცნების" ახალგაზრდული გუნდის სახე იქნება
პარტია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები მომღერალ გიორგი ნადიბაიძესთან, პარტიაში მისი გაწევრიანების მიზნით, მოლაპარაკებებს მართავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თავად მომღერალმა გიორგი ნადიბაიძემ და პარტიის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ნოდარ მეტრეველმა დაუდასტურა.

ნოდარ მეტრეველის თქმით, რომელიც ამავე დროს, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა, ახალ ამბავს უახლოეს ხანებში გავიგებთ. მომღერალი ფიქრობს, რომ ჯერ-ჯერობით, კომენტარის გაკეთება ნაადრევია.

გორელი მომღერალი მომდევნო არჩევნებზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდული გუნდის სახე იქნება.

გიორგი ნადიბაიძე 2016 წლის დასაწყისში პოპულარული შოუ The Voice-ის ქართული ანალოგის გამარჯვებული გახდა, სადაც ჯგუფ A’Studio-ს სოლისტის ქეთა თოფურიას გუნდითაც წარსდგა.

2016 წლის სექტემბერში კი, სოჭში გამართულ ,,ახალი ტალღის" მონაწილე იყო.

ფოტოზე: გიორგი ნადიბაძე (მარცხნივ); მოდარ მეტრეველი (მარჯვნივ)

Print

სტატიის გამოყენების პირობები