ახალი ამბები
მტკვრის დონემ მოიმატა - ვითარება თურქეთის კაშხლიდან წყლის გაშვების შემდეგ (PHOTO)
საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის დონემ შედარებით სწრაფად აიწია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კაშხლიდან, წყლის მასის გაშვება გახდა.

წყლის მასის სიჭარბე, განსაკუთრებით, გუშინ 11 მაისს შეამჩნიეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზების მართვის საბჭოს წარმომადგენლის ცნობით, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია.

კაშხლიდან წყლის გაშვების შესახებ, თურქეთის მხარემ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები 10 მაისს გააფრთხილა.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას ურჩევენ, რომ უახლოეს პერიოდში სათევზაოდ წასვლაზე თავი შეიკავონ.

ქვემოთ მოცემულ სურათზე ჩანს, რომ წყალმა დღეს რამდენიმე სანტიმეტრით დაიკლო.

წყალუხვობა რამდენიმე დღე გაგრძელდება, რადგან მთებში თოვლიც დნება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები