ახალი ამბები
,,სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიმუშავებ" - 86-წლის კაკო შათირიშვილი ღოღეთიდან (VIDEO)
86-წლის კაკო შათირიშვილმა ნიორი და ხახვი უკვე გამარგლა.

ამბობს, რომ სანამ ცოცხალია, ამ ადგილს არ მოშორდება.

ოჯახის წევრები და ახლობლები ურჩევენ, რომ ფიზიკურ შრომას თავი მიანებოს, თუმცა, არ უჯერებს.

,,ნაკვეთი მოვლილი უნდა იყოს, ვინმე რომ გაივლის და დაინახავს, უნდა მოეწონოს" - ამბობს კაკო პაპა.

ამ ადგილს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თითქმის, ყოველდღიურად მოძრაობენ.

კაკო შათირიშვილის ნაკვეთი მავთულხლართებმა ორად გაყო. ნაკვეთის ერთი ნაწილი მავთულხლართების მიღმა დარჩა და, ამჟამად, დაუმუშავებელია.

ღოღეთი ქარელის რაიონს ეკუთვნის. სოფელში ოფიციალურად 122 ადამიანი ცხოვრობს. დასახლება მდინარე ღეღურას ნაპირას მდებარეობს.

მავთულხლართები, 2013 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გააბეს.

ბანერები სოფელ ლაშესთან - ღოღეთის მიჯნა ზნაურის რაიონთან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები