გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე 200 ჰა-მდე მიწის
ფართი სახელმწიფოს საკუთრებაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ამის შესახებ საჯარო რეესტრში შესაბამისი მონაცემები 2017 წლის
თებერვალში დაფიქსირდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საკრებულოში ვანო
ნუსხელიძე ამბობს, რომ საკითხი ბუნდოვანია, რადგან, მისი აზრით,
შესაძლოა, მოსახლეობა საძოვრების გარეშე დარჩეს.
,,საქმე ეხება ე.წ. საპატარას მიმდებარე ტერიტორიას. როგორც ჩემთვის
გახდა ცნობილი, ტერიტორია კულტურის სამინისტრომ წაიღო" - აცხადებს
ვანო ნუსხელიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, თუ ვის საკუთრებაში
ამჟამად ,,საპატარას" ტერიტორია.
აქ ფართობები განაწილებული აქვს
კერძო პირებს (ჩხიტუნიძეებს) და საპატრიარქოს. დანარჩენი ნაწილი კი,
კვლავაც დაურეგისტრირებელია.
რაც შეეხება სახელმწიფოს, რუკის მიხედვით, სახელმწიფომ საკუთრებაში,
უშუალოდ, ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დაირეგისტრირა.
იხ. რუკა
საპატრიარქო
66.57.01.077 - (715 492 კვ.მ)
- საქართველოს სამოციქულო ეკლესია (ჩუქებით)
ნატო
ჩხიტუნიძე და მისი გარემოცვა
(ადრე, ადგილობრივების თქმით, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილთან
დაახლოებულ ნატალია კვანტალიანს ეკუთვნოდა, რომელსაც ადგილობრივები
დაუპირისპირდნენ)
66.057.01.082 ფართით 266 500 კვ.მ
მფლობელია ანასტასია ჩხიტუნიძე
66.057.01.084 ფართით 209 300
კვ.მ მფლობელი
ანასტასია ჩხიტუნიძე
66.057.01.002 ფართით 856 416 კვ.მ
მფლობელი ნატო, დავით და ლიზი ჩხიტუნიძეები
სახელმწიფო
66.57.01.125 ფართით 1249
725 კვ.მ მფლობელი სახელმწიფო
66.57.01.009 ფართით 367
367 კვ.მ მფლობელი სახელმწიფო
XX
XX
სტატიის გამოყენების პირობები