ახალი ამბები
ივ. ჯავახიშვილის მუზეუმს ახალი ღობე გაუკეთეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ახალი ღობე შემოავლეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულდა და სამშენებლო კომპანიამ დაზიანების შემთხვევაში ღობე ხუთი წლის განმავლობაში უნდა არემონტოს.

,,ღობის საფასადე ნაწილი ნიჩბისის ბუნებრივი ქვითა და ორი პირი ქართული აგურით, ხოლო ღობის არასაფასადე ნაწილი ლითონის ბადით მოეწყო. გაკეთდა ლითონის დეკორატიული ღობე, დამონტაჟდა ალაყაფისა და კუტიკარის ლითონის მხატვრული კარებები, დამუშავდა და შეიღება არსებული მოაჯირი" -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

სამუშაოები შპს „იმედი დიდუბე“-მ შეასრულა. პროექტის ღირებულება 57 757 ლარი.

აკადემიკოსის სახლ-მუზეუმის ღობის სავალალო მდგომარეობის შესახებ მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები