ახალი ამბები
ავტობანიდან კოდისწყარომდე ახალი გზა იგება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოდისწყარომდე ახალი გზა იგება.

ამის თაობაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველოს #1"-ის ტექნიკა ძველი, დაზიანებული გზის საფარს ასუფთავებს.

მანძილი ჩქაროსული მაგისტრალიდან სოფლამდე 2,4 კმ-ია.

პროექტი ითვალისწინებს: მოსამზადებელ სამუშაოებს, გზის სამოსის, საფუძვლის ზედა და ქვედა ფენის, გრუნტის კივუეტების, გზის გადამკვეთი და ეზოს შესასვლელებში ლითონის მილების და წყალმიმღები ლითონის ცხაურების მოწყობას, რომელიც ასფალტის საფარის დაგებით დასრულდება.

პროექტის ღირებულებაა 683 553 ლარი, გარანტია კი 2 წელი.

,,მოსახლეობა გზის დასრულების შემდეგ გადაადგილებას კეთილმოწყობილი, მოასფალტებული გზით შეძლებენ." - აცხადებს გამგეობის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები