ახალი ამბები
ეკვადორელი ინდიელები გორში სუვენირებს ყიდიან (VIDEO)
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე ეკვადორელი ინდიელები სუვენირებს ჰყიდიან.

მუსიკის ფონზე ეგზოტიკურ ნაწარმს უამრავი მსურველი გამოუჩნდა.

ეკვადორი, ოფიციალურად ეკვადორის რესპუბლიკა (ესპ. República del Ecuador – ითარგმნება როგორც „ეკვატორის რესპუბლიკა“) — წარმომადგენლობითი დემოკრატიული წყობის რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში.

ჩილესთან ერთად იგი სამხრეთ ამერიკის იმ ორ ქვეყანას მიეკუთვნება, რომლებსაც საზღვარი არ აქვთ ბრაზილიასთან.

ეკვადორის ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური (მოსახლეობის 94%). ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე ადგილობრივ საზოგადოებათა ენებს — კეჩუას, სუარს და სხვა 11 ენას.

დედაქალაქია კიტო, რომელიც 1970–იან წლებში იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რადგან მას გააჩნია საუკეთესოდ შემონახული და უმნიშვნელოდ შეცვლილი ისტორიული ცენტრი მთელს ლათინურ ამერიკაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები