ახალი ამბები
,,ჯიქების" გამარჯვების აღსანიშნავად გორში კონცერტი გაიმართება
გორში ხვალ რაგბის გუნდ ,,გორის ჯიქების“ ჩემპიონობას გალაკონცერტით აღნიშნავენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, კონცერტს მსვლელობის დროს შემოუერთდებიან ,,გორის ჯიქების“ მორაგბეები, რომელთაც ფოიერვერკების ფონზე გორელი გულშემატკივრები შეეგებებიან.

კონცერტი 18:00 საათზე მთავარ მოედანზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივები: ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ,,გორი“ და ჯაზბენდი ,,კანუდოსი“ მიიღებს.

გუნდის საზეიმო დახვედრის ორგანიზატორია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რაგბის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის 14 მაისს ,,ჯიქი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. დიდი 10-ის ტოიოტას ფინალში მან ბათუმის გუნდს 28:22 სძლია, რითაც 2016/17 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა და პირველად კლუბისა და ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები