ხვალ, 18 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში,
თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები პრესკონფერენციებს გამართავენ.
პრესკონფერენციების თემაა: 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და
მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე
ხელისუფლების ინიციატივა.
ორგანიზაციები, ასევე, მიიღებენ მიმართვას ცენტრალური და ადგილობრივი
ხელისუფლებებისადმი. მიმართვის ტექსტი პრესკონფერენციების
მიმდინარეობისას გამოქვეყნდება.
პრესკონფერენციები გაიმართება:
თბილისში – 11:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში
(ჭოველიძის ქ N10);
თელავში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
(ვაჟა–ფშაველას ქ. N3);
გორში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (სტალინის ქ.
N7);
ოზურგეთში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
(ჭავჭავაძის ქ. N14);
ზუგდიდში – 11:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის
ქ. N52)
სტატიის გამოყენების პირობები