ახალი ამბები
გორის თეატრის მცირე დარბაზში საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
ამ წუთებში გორის თეატრის მცირე დარბაზში საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „ფონდების მოძიების სტრატეგია“ მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებიან პოლონეთისა და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში მარიუს მაშკევიჩი და იანის ზლამეტსი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღეს და ხვალ - 19 მაისს მაისს ღონისძიების მონაწილე ქვეყნების საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, ლიტვის და ლატვიის წარმომადგენლები ევროპული ფონდების მოძიების პრაქტიკის საილუსტრაციოდ პრეზენტაციებს წარმოადგენენ.

შეხვედრები 12:00 - დან 19:00 სააათამდე გაგრძელდება.

ღონისძიება, რომლის მიზანია ევროპული ფონდების მოძიების გზების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ოთხ დღეს 18, 19, 20 და 21 მაისს გასტანს.

20 მაისს ფორუმის მონაწილეებისთვის მოეწყობა კულტურული ტური შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსანახულებლად.

21 მაისს, 12:00-დან 19:00 საათამდე დაგეგმილია მცირე ჯგუფებში მუშაობა, ღონისძიების შედეგების პრეზენტაციები და ფორუმის შეჯამება.

გორის საერთაშორისო ფორუმმა ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით წელს მეორედ იმართება. პირველი ფორუმი, რომლის თემა იყო ,,ინოვაციები მუნიცპალიტეტის მართვაში“, გასული წლის თებერვალში გაიმართა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები